შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ატენში გზა გაწმინდეს და საავტომობილო მიმოსვლა აღადგინეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მაისი 2021
ატენის ხეობაში გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს. შიდა ქართლის გუბერნატორის, მამუკა საღარეიშვილის თქმით, შესაბამისი სამსახურების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად გზის გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად განხორციელდა და ჩახერგილი გზა უკვე გახსნილია. ,,ამ ეტაპისთვის ძირითად მიმართულებებზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა და საავტომობილო გადაადგილება უკვე შესაძლებელია, ხოლო დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები კვლავ გრძელდება - აღნიშნა მან. ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და ატენის თემში შემავალი სოფლების დამაკავშირებელი გზა რამდენიმე ადგილზე ჩახერგა. შედეგად შეფერხდა საავტომობილო მიმოსვლა. ატენის ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოსა და სამაშველო სამსახურის სპეციალური ტექნიკა მუშაობs.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია