შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ატენში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 მაისი 2021
დღეს დილიდან განახლდა სამუშაოები ატენის ხეობაში. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური ტექნიკით ჭეჭელაანუბანში დარჩენილ ქვა და ღორღისგან ასუფთავებენ. შლამისა და ნაშალისგან სუფთავდება ატენის საავტოობილო გზის ნაპირები. რაც შეეხება სავალ ნაწილს, გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაიწმინდა და ავტომობილების მოძრაობა აღდგა. 9 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, უხვი ნალექის შედეგად, მთიდან ქვა - ღორღი ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩახერგა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია