გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ აღნიშნავენ შობა-ახალ წელს გურიაში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 იანვარი 2019

შობა

გურულებს დღესასწაულებზე  სხვადასხვა რიტუალი ჰქონდათ, საშობაო რიტუალი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, მუცლის სალოცავებისა და  საშობაო ღვეძლების დაცხობაა.  ღვეზელს ადრე კეცებზე აცხობდნენ.

„... მუცლის სალოცავი პატარ-პატარა კოკრებია ყველით გატენილი და შუაზე ერთი გამხმარი კვერცხია დატანებული, ყველა ერთი ზომისა და ღირსებისაა. ღირსება ყველისა და კვერცხის მეტნაკლებობაშია და თითოეულ სულზე თითო ცხვება. ღვეზელი სამკუთხედია, ამასაც სათითაოდ აცხობენ, მაგრამ ის არაა ერთი ზომის. აცხობენ საუფროსოს და საუმცროსოს, ზოგს თითო 4-5 კვერცხს „მიურთავდნენ“, განსაკუთრების გამოაცხობდნენ აგრეთვე სასტუმრო და მეალილოეს საჩუქარ ღვეზელს“.

 კალანდა, – ახალი წელი გურიაში

მაშინ როდესაც მსოფლიო ზეიმობს ახალ წელს წელიწადში ერთხელ, მართლმადიდებელი ქრისტიანები მას ორჯერ აღვნიშნავთ– ძველი და ახალი სტილით, რადგანაც ჩვენ ვიყენებთ ძველ და ახალ კალენდარს, მართლმადიდებლები აღნიშნავენ ახალ წელს 1 და 14 იანვარს. 14 იანვრის აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა ტრადიციებით ხდება, სხვადასხვა რიტუალითა და სახელწოდებით, რაც საუკუნეების განმავლობაში ტრადიციად იქცა. გურულები ახალ წელს, ანუ „კალანდას“, აღნიშნავენ ჩიჩილაკის მორთვით, ხის თეფშზე აწყობენ  ხაჭაპურს, ღორის თავს, ტკბილეულსა და ღვინოს  და სვამენ ბედნიერებისა და კეთილდღეობის სადღეგრძელოს.  გურულების შობა-კალანდის ამბავი კი ასე დადგენილა....   რაც არ უნდა მშრალი იყოს ზამთარი, ძველით ახალ წელს მაინც გათოვდებაო, ამბობენ გურიაში და მართლებიც არიან– 13 იანვრის ღამეს ყოველთვის თოვს, დგება ნამდვილი ახალი წელი კალანდა... ვიდრე კალანდობის ღამე შემოვა, წინასწარ საცეცხლედ ცხემლას არჩევენ და 13 იანვარს ბუხარში შეუძახებენ. სანამ 12 საათზე თოფების გამაყრუებელი ბათქაბუთქი არ ამტყდარა, სოფელში მხოლოდ ძაღლების ყეფა, შეშის ტკაცუნი ისმის.... მთებს ჩახუტებულ პატარა გურიაში კალანდა ჩიჩილაკთან ერთად შემოდის. . . „კალანდა" ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ახალი წლის პირველ დღეს. 

 ჩიჩილაკი

კალანდის მთავარი ატრიბუტია „ჩიჩილაკი“, „კალანდობის“ სხივები - ჩიჩილაკის ბურბუშელაა (საერთოდ კი დღეს სიმბოლურად წმინდა ბასილის წვერადაა მიჩნეული), თავად ჩიჩილაკი კი - მზე. ზოგჯერ გურიაში 2-მეტრიან ჩიჩილაკებსაც თლიდნენ და ჯვრით ამკობდნენ, ხოლო ძირში სუროს უფენდნენ (გურულებმა ისიც  იციან, რომ სურო ოლიმპის ერთმა ღმერთმა დიონისეს გადააფარა, რათა მტრების ცეცხლში არ დამწვარიყო). ჩიჩილაკზე შემოხვეული სურო სიმბოლურად სინედლესა და სიცოცხლეს უბედებდა ოჯახს.

 საკალანდო ღორი"

სპეციალურ ადგილზეა მოთავსებული და მას კარგად კვებავენ, თან „სუქ, სუქ, სუქ“-ს ეძახიან, რაც იმის გარანტიაა, რომ საკალანდო სუფრა ძალიან გემრიელი და მსუყე იქნება.

 კუჩხა"

კალანდის მეორე დღეა, უძველესი ტრადიციის მიხედვით ირჩევენ „ფეხადს“ ანუ ადამიანს, რომელიც პირველი შეადგამს ფეხს ოჯახში შუაღამის შემდეგ, რომელსაც მოაქვს საჩუქარი, და ისვრის თოფს ან ანთებს ბუხარს და ა.შ. რათა ბედნიერება დაუბედოს ოჯახს.

 ღორის ხუთშაბათი"

აგრეთვე კალანდის შემდეგ მოდის. ძველად ანთებდნენ სანთელს, მაგიდაზე შემწვარი ღორის ხორცს შემოუწყობდნენ დარჩენილ ღვინოსა და ხაჭაპურს. გურულები წმინდა ბასილს შესთხოვდნენ ბედნიერებასა და სიუხვეს. ამგვარად, თუ კალანდას გურიაში გაატარებთ, ახალი წლის გურული ტრადიციული სუფრა გარანტირებული გექნებათ. გურული აუცილებლად თქვენთან ერთად იმღერებს პოლიფონიურ სიმღერებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია