შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის საკრებულო სხვადასხვა კატეგორიის ვეტერანებს დასუფთავების გადასახადისგან ათავისუფლებს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 იანვარი 2019
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოამზადეს დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვით, დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან სხვადასხვა კატეგორიის ვეტერანები. მანამდე მოქმედი ნორმით გადასახადისგან თავისუფლდებოდნენ მხოლოდ საქართველოს მთლიანობისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგული და დაღუპული ადამიანების ოჯახები. დღეს ეს ნორმა იცვლება და ჩაიწერება ასე: ,,მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ოჯახები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა ოჯახები, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა ოჯახები“ - ციტატის დასასრული. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიხედვით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელისგან თავისუფლდებიან კიდევ შემდეგი პირები: ა) პირველი ჯგუფის ინვალიდები; გ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 35 000 და ნაკლები ქულის მქონე ოჯახი. დ) მრავალშვილიანი ( ოთხი და მეტი) ოჯახები; ე) მიუსაფარ მოხუცთა და ბავშვთა სახლები;  
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია