შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გასულ წელს გორში ძაღლებმა საკუთარი პატრონები 1427-ჯერ დაკბინეს და დადორბლეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 იანვარი 2019
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 2018 წელს, გორში, ცხოველების მიერ დაკბენილ-დადორბლილ პირთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 2000. მათ შორის, პატრონიანი ცხოველით - 1427 მოქალაქე. მიუსაფარი ცხოველით კი  -573 ამავე ცენტრის ცნობით, დაკბენილ-დადორბლილთა რაოდენობა გასულ წელს იყო 1832. მათ შორის, პატრონიანი ცხოველით – 1630, მიუსაფარი ცხოველით კი - 202. ,,ყველა პირი აღრიცხული იყო ანტირაბიულ კაბინეტში და იტარებდა შესაბამის პროფილაქტიკურ მკურნალობას. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მიწოდებული იყო სურსათის უვნებლობის რეგიონალური სამსახურისათვის. მეთვალყურეობა ცხოველებზე დამყარებული იყო ძაღლის შემთხვევაში 1018-ჯერ, კატის შემთხვევაში -328-ჯერ. " - აღნიშნავენ ჯანდაცვის ცენტრში. ცოფი ცხოველებში დადასტურდა 35 შემთხვევაში. 2017 წ ელს კი 66 ფაქტი იყო. ადამიანებში ცოფის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 2325 დაზარალებულზე გაიხარჯა 6107 დოზა ანტირაბიული ვაქცინა (სპიდა) და 174 ბენეფიციარზე 383 დოზა ანტირაბიული იმუნოგლობულინი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია