შიდა ქართლი
გორის მე-3 სკოლის წინ,,ბოლო ზარი იარაღიდან სროლით აღნიშნეს
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
20 მაისი 2021
გორის მესამე სკოლის წინ, წინასწარი ინფორმაციით, სამოქალაქო
იარაღიდან გასროლით აღნიშნეს. თვითმხილველის თქმით, სროლა ერთ-ერთი
ავტომანქანიდან განხორციელდა.
20 მაისს, საჯარო სკოლებში, ,,ბოლო ზარი იმართება.
,,იარაღის შესახებ საქართველოს კანონის" 25-ე მუხლის მიხედვით,
სამოქალაქო იარაღის გამოყენება დაიშვება მხოლოდ მისი დანიშნულებით,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი და
სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად
აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.
იგივე მუხლი განმარტავს, რომ იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევის
შესახებ უნდა ეცნობოს პროკურატურას და შს სამინისტროს.