სამცხე-ჯავახეთი
წლის მდუმარე დეპუტატები – 2018 წელს კოპაძეს და მკოიანს პარლამენტში ხმა არ ამოუღიათ
პოლიტიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
03 იანვარი 2019
წლის მდუმარე დეპუტატების შესახებ ინფორმაციას on.ge აქვეყნებს. მათ 2018 წლის შვიდი თებერვლიდან 20 დეკემბრამდე პერიოდის მონაცემები საქართველოს პარლამენტიდან მიაწოდეს (მონაცემებში არ შედის 22, 26 და 27 დეკემბრის სხდომები).როგორც on.ge წერს, ერთი წლის განმავლობაში 49 პლენარული სხდომა ჩატარდა. 150 დეპუტატიდან 35–ს არცერთ სხდომაზე ხმა არ ამოუღია. მათ შორის არიან ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი. 35 "უთქმელი დეპუტატიდან" 29 ქართული ოცნების წევრია, ორი — ნაციონალური მოძრაობის, ორი — ევროპული საქართველოს, ერთი პატრიოტთა ალიანსის, ხოლო ერთი დამოუკიდებელი დეპუტატია.პარლამენტში სიტყვის უფლებით კოპაძესა და მკოიანს არც 2016–2017 წლებში უსარგებლიათ. ამის შესახებ პარლამენტიდან ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭემ“ 2018 წლის აგვისტოში გამოითხოვა. უწყებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე საქართველოს პარლამენტში 93 სხდომა ჩატარდა, თუმცა ახალციხე–ადიგენისა და ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატები სიტყვით არასდროს გამოსულან. [sknews.ge]