შიდა ქართლი
კასპის სოფელ მეტეხში მწყემსი დაიკარგა და მდინარეში ეძებენ
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
22 მაისი 2021
მეორე დღეა, სოფელ მეტეხის მიმდებარედ, მამაკაცს ეძებენ.
კასპის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მას
მდინარე მტკვარში ეძებენ.
წინასწარი ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც საქონელს
მწყემსავდა, მდინარეში ჩავარდა და დაიკარგა.
სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, ძებნაში 50 მაშველი, 2
მყვინთავი,, 3 მცურავი საშუალება და დრონია ჩართული.