შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცხინვალის რაიონში ,,ბოლო ზარზე მოზარდებს ავარია შეემთხვათ

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 მაისი 2021
ცხინვალი-ტბეთის გზაზე მომხდარ ავარიისას 3 მოზარდი დაშავდა. სააგენტო ,,რესის ცნობით, შემთხვევა დღეს, სოფელ ხეთაგუროვოს სიახლოვეს მოხდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შს სამინისტროს პრეს-სამსახურიც განცხადებით, ავტომანქანას 15 წლის მოზარდი მართავდა. ის თანაკლასელებთან ერთად ავტომანქანით გადაადგილდებოდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი, ხეს შეეჯახა. მანამდე დილით, დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ბოლო ზართან დაკავშირებით ჩატარდებოდა რეიდები. 25 მაისს სკოლებში სასწავლო წელი დაასრულეს.  
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია