შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,პირადი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ვირუსი გავრცელდა - აცხადებენ კომპანიაში

მულტიმედია
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 ივნისი 2021
სოციალურ ქსელში სპამურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კოკა-კოლა“ გათამაშებას მართავს. ამის გამო კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-მ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "მოგახსნებთ, რომ აღნიშნული ვებგვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რათა მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია “კოკა-კოლა” არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერ-დანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია