შიდა ქართლი
კასპში ფეკალური ნივთიერებით მიწის დაბინძურების გამო ფერმერი დააჯარიმეს
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
03 ივნისი 2021
მიწის დაბინძურებისა და ნიადაგის დეგრადაციის გამო ფერმერი
დააჯარიმეს. ამის შესახებ გარემოსდაცვითი დეპარტამენტის
პრეს-სამსახურში განვიგვცხადეს.
პრეს-სამსახურის განცხადებით, ფაქტი კაპის მუნიციპალიტეტში მოხდა.
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი ფერმერი, კუთვნილი ფერმიდან გატანილი
ფეკალური მასალებით, ნიადაგს აბინძურებდა, რასაც შესაბამისი რეაგირება
მოყვა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით,
მიწის დაბინძურება და დეგრადაცია ისჯება ჯარიმით 500-დან 800 ლარამდე.