შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში 42-წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ივნისი 2021
წუხელ შიდა ქართლის პოლიციაში 10-ზე მეტი ადამიანი დასაკითხად დაიბარეს. მათი თქმით, უცნობი იყო, თუ რა აინტერესებდა პოლიციას. წინასწარი ინფორმაციით, ისინი 42-წლის მამაკაცის, ზურაბ რიკრიკაძის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე მოწმის სახით დაიბარეს. სამინისტროს პრეს-სამსახური კონკრეტული დეტალების შესახებ, ინფორმაციის გაცემისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. უწყების ცნობით, დაკავებული ჯერ არავინაა. რაც შეეხება დაჭრილს, მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ივნისს, საღამოს საათებში ესროლეს. შემთხვევა ვერხვების დასახლებაში, ავტოსახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია