იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლებში სამოქალაქო განათლების ახალი სახელმძღვანელოთი ისწავლიან

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ივნისი 2021

საქართველოს პარლამენტმა, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებისთვის  სამოქალაქო განათლების ახალი სასწავლო პროგრამა შეადგინა.

 პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვაში კომიტეტი აქტიურად იქნება ჩართული.

 „მომავალი სასწავლი წლისთვის პილოტურად  50 საჯარო სკოლაა შერჩეული. მასწავლებლები უკვე გადამზადებული არიან და კომიტეტის ყველა წევრი უშუალოდ ჩაერთვება ამ პროცესში. ვივლით სკოლებში, რათა ბავშვებს ჩვენ თვითონ გავაცნოთ ეს სახელმძღვანელო და ვესაუბროთ  პარლამენტის მნიშვნელობაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროგრამამ მოიცვას საქართველოს ყველა სკოლა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი  ღონისძიება თავის წვლილს შეიტანს სამოქალაქო განათლების დამკვიდრებაში.

 „დღეს გვაქვს შესაძლებლობა წარვადგინოთ ახალი სახელმძღვანელოები, რომლებიც სკოლებში  იქნება შეტანილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რეალურად გავიგოთ, რას ნიშნავს პარლამენტი, რას აკეთებს პარლამენტი, ზუსტად ვიცოდეთ, რაზეა პასუხისმგებელი პარლამენტი და ამავე დროს, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა თვითონ იფიქრონ, თავად რა როლი ეკისრებათ“, - აღნიშნა ელჩმა.

ახალი პროგრამის პრეზენტაცია მზიურის პარკში გაიმართა,  რასაც  სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, პარლამენტის წევრები და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია