იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე უახლოეს დღეებში ჩამოვა საქართველოში - თურნავა

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 ივნისი 2021

 ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ეწვევა აუცილებლად საქართველოს, ჩაერთვება მედიაციის პროცესში, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგი შედგეს – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნახავანჰესის“ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,  აქამდე მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს, როდესაც სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფს უკავშირდება მედიატორი და არკვევს ვითარებას.

„ევროკავშირის მედიაცია, კერძოდ, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარის მეშვეობით ორგანიზებული მედიაცია, მიმდინარე პროცესია. აქამდე მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს, როდესაც სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფს უკავშირდება მედიატორი და არკვევს ვითარებას, შემდეგ ჩამობრძანდება უახლოეს დღეებში საქართველოში და უკვე მოხდება პირველი შეხვედრა.

მედიაცია ნიშნავს იმას, რომ ყველა დაინტერესებული მხარე ერთ მაგიდასთან მოიყრის თავს და მოხდება მოსაზრებებისა და პრობლემების გაცვლა.

ჭეშმარიტება აუცილებლად დაიბადება, ამაში დარწმუნებული ვარ. ევროკავშირი ამ შემთხვევაში დამხმარეს ფუნქციას ასრულებს, მაგრამ მთავარია, ჩვენ და ის მოსახლეობა, ვინც აპროტესტებს პროექტს, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისაც აქვს შეკითხვები, ის ენერგეტიკული კომპანიები, ვისაც ასევე აქვს შეკითხვები და პრობლემები, ერთად დავსხდეთ და ერთად ვიმსჯელოთ ჩვენი ქართული ენერგეტიკის ხვალინდელზე და აქ აუცილებლად შევთანხმდებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის მედიაციით დაგეგმილი შეხვერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს რიონის ხეობის მცველებმაც 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია