იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები, რომ ჰესის მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს" - წილოსანი

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 ივნისი 2021

ევროკავშირის მედიაციით, მიღწეული არის გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჰესის მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს, ,-ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკება ევროგაერთიანების უმაღლესი  თანამდებობის პირის დირკ ბუშლეს მედიაციით მიმდინარეობს.

„ნამახვან ჰესთან“ დაკავშირებით, ყველა მხარის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბარი. დირკ ბუშლე - ევროგაერთიანების უმაღლესი  თანამდებობის პირი ენერგოგაერთიანების მიმართულებით, საკითხში არის ჩართული და მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს საკითხის მართვა და ყველა მხარესთან არის აქტიური კომუნიკაცია. მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პოზიციებს აფიქსირებდა. მიღწეული არის გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჰესის მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს“-განაცხადა წილოსანმა.

მან ოპოზიციას  საკითხით დაინტერესებისა და ჩართულობისკენ მოუწოდა.

„თუ კი ვინმე არის დაინტერესებული ამ საკითხებით, გარწმუნებთ, რომ ეს არის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, ისევე, როგორც საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებები და კერძო სექტორიც. თქვენც უნდა იყოთ დაინტერესებული, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის მოხმარება არის ყოველწლიურად მზარდი და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით მკვეთრი ნაბიჯები.   მე გამოვთქვამ მზადყოფნას, ისევე, როგორც ჩვენი კომიტეტის ყველ წევრი, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ ამ საკითხებზე“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია