შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში მაღაზია 2000 ლარით დააჯარიმეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ივნისი 2021
გორში მაღაზია თამბაქოს ნაწარმის ღიად რეალიზაციის გამო, დააჯარიმეს. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მასალები სასამართლოს გადაუგზავნა. სუპერმარკეტს ოქმი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე პრიმა მუხლის მე-19 ნაწილის მიხედვით, შეუდგინეს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს: თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. სასამართლოში გვითხრეს, რომ საქმე განსახილველად მოსამართლე დავით პაპუაშვილს ან ნინო გერგაულს გადაეცემა.  
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია