შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 იანვარი 2019

ოზურგეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

გორკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზი ელექტრო გამათბობელი გახდა. 

შემთხვევის დროს სახლში მოხუცი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელსაც გამათბობელი ღამით ჩართული დარჩა. 

მეზობლების თქმით, მათ სახლიდან გამოსული კვამლი დაინახეს და ადგილზე სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს.

სახლი დაიწვა, თუმცა მოხუცის გადარჩენა შეძლეს. შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა. 

იმავე ღამეს სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს სოფელ მელექედურში, სადაც ცეცხლი ბოსელს გაუჩნდა. პირუტყვი დაწვას გადაურჩა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია