გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

.. ახლა ერთი ამბავი გურულების შესახებ ამერიკაში

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 იანვარი 2019

იმდენი რამე მაქვს დაპოსტილ-დაბეჭდილ-გამოქვეყნებული გურულებსა და გურიაზე, რომ ტვინი ამერია (ისე, დალაგებული არასოდეს მქონდა). ზოგიერთმა გურულოლოგიც მიწოდა. ჩემმა დეიდაშვილმა ჩემი თავი რუსებს გააცნო ერთხელ - ეტო იზვესტნი გურულოლოგ. რუსებმა ვერ გაიგეს - ვი უროლოგ? შემეკითხნენ. - ნეტ ონ აშიბსა, ია პროქტოლოგ - ვუპასუხე... ახლა ერთი ამბავი გურულების შესახებ ამერიკაში. ერთხელ, მას შემდეგ რაც გემზე ბარგი ჩაალაგეს, სამი გურული და ექვსი ინდიელი პირის გასასველებლად სალუნში შევიდა. დალევას სიმღერა, სიმღერას კი ინდიელთა საბრძოლო ცეკვა მოჰყვა, რომელშიც ეტყობა გურულებიც მონაწილეობდნენ (რაც ხორუმის პატრონებს ნაღდად არ გაუჭირდებოდათ). წარმოიდგინეთ რა აურზარი იდგებოდა სალუნში. ამ დროს შემოვიდა ბაფალო ბილი და ყველა გარეთ გამოჰყარა, ინდიელები, როგორც გაზეთი იუწყება, იარაღის მუქარით. შემდეგ კი სალუნის მეპატრონეს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა _ ,,წითელკანიანებს” სასმელი რატომ მიჰყიდეო. (New York Dramatic Mirror, 28 სექტემბერი, 1895)

ირაკლი მახარაძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია