შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში ახალგაზრდა ქალი მოქალაქეებმა დახრჩობას გადაარჩინეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 იანვარი 2019
შემთხვევა, ოთხ იანვარს ღამით, დაახლოებით, 00:01 საათზე მოხდა. როგორ აღმოჩნდა ამ დროს, 25 წლამდე ახალგაზრდა ქალი მდინარეში, უცნობია.როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ერთ–ერთი ახალგაზრდა ლაშა მურმანიშვილი უყვება, მეგობრებთან ერთად იგი ადიგენიდან, ქალაქ რუსთავში მიდიოდა, როცა მანქანა ახალგაზრდა ქალმა გააჩერებინა და დახმარება სთხოვა: „გვითხრა ჩემი შვილი მტკვარში იხრჩობა და დამეხმარეთო. იმ წამსვე შევცურე წყალში. გოგონა ხან ჩაყვითავდა, ხან ამოვიდოდა, ჩემი მეგორის თევდორე ნოზაძის დახმარებით ძლივს გამოვიყვანეთ. სადაც, ეს ამბავი მოხდა ისეთი ტერიტორიაა რომ თუ არ გადახტი, ან ვინმემ არ ჩაგაგდო წყალში ვერ შეხვალ“.მისივე თქმით, ადგილზე სამაშველო ჯგუფსა და საპატრულო პოლიციასაც გამოუძახეს, თუმცა ვიდრე ეკიპაჟები მივიდოდნენ, ახალგაზრდა ქალი უკვე წყლიდან გამოყვანილი იყო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანა. ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ მას დაზიანებები არ ჰქონდა და პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, საავადმყოფოდან გაწერეს.შსს–მ საქმეზე ძიება სსკ–ს 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია