შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვორქშოფი გორში - "პოპულიზმი და ანტილიბერალური განწყობები საქართველოს რეგიონებში"

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 სექტემბერი 2021
გორში, ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის ორგანიზებით გაიმართა ვორქშოფი თემაზე "პოპულიზმი და ანტილიბერალური განწყობები საქართველოს რეგიონებში". მოწვეულნი იყვნენ გორში არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე განიხილეს როგორც მთლიანად ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. შეხვედრა ნიდერლანდების საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის, "საზოგადოების რეზისტენტობის გაძლიერება პოპულიზმის, ულტრა-მემარჯვენე რადიკალიზმისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის მიმართ", ფარგლებში მოეწყო. ვორქშოფს უძღვებოდნენ ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია