კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუშეთიდან მოქალაქეების და ტურისტების ვერტმფრენით გამოყვანის პროცესი განახლდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 სექტემბერი 2021

თუშეთიდან ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი მეორე დღეა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ვერტფრენმა 50 ადამიანი უკვე ჩამოიყვანა თელავის აეროპორტში.

24 სეტემბერს, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა.

ომალოში და მის მიმდებარე სოფლებში მყოფი საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების თელავში ჩამოყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ჩაერთნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია