კახეთი
დღეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
ეკონომიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
14 ოქტომბერი 2021
პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საკომიტეტო
განხილვები გრძელდება. დღეს ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის 5 კომიტეტი
განიხილავს.
პროექტს განიხილავენ ფრაქცია „ლელოშიც“. ფრაქციის წევრები ფინანსთა
მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს მოუსმენენ. ბიუჯეტის პროექტი
მომავალი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ზრდას
ითვალისწინებს. 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიებისა და
გარკვეული კატეგორიის მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა.
გრაფიკით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვების შემდეგ,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერსაა
ჩანიშნული.