გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა, მძღოლს ვერ პოულობენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 იანვარი 2019

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. 

დღეს საღამოს, ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზის ჭანიეთის მონაკვეთზე, შინდისფერი ოპელი გზიდან გადავარდნილი და ამოტრიალებული იპოვეს. 

ერთ-ერთმა პირმა, რომელიც საკუთარი მანქანით აღნიშნულ მონაკვეთზე გაადაადგილდებოდა, საპატრულო პოლიციაში დარეკა და მომხდარის შესახებ აცნობა. 

ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, მსუბუქ ავტომანქანაში, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული, მძღოლი ადგილზე არ დახვდათ. 

როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალების დადგენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები  მიმდინარეობს.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით კი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირი არც რომელიმე კლინიკაში არ არის გადაყვანილი. 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია