სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 17 წლის ბიჭი დაშავდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 იანვარი 2019
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე დაპირისპირება, ორ იანვარს დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ 17 წლის ახალგაზრდის მამა უყვება, მისი ორი შვილი, ორ მეგობართან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როდესაც 15–მდე ახალგაზრდა თავს დაესხა და ცემა დაუწყო–„აქვე, ჩვენს ქუჩაზე მოხდა შემთხვევა, ხმაური რომ გავიგე გარეთ გასაშველებლად გავვარდით. რომ მივედით ისინი გაიქცნენ. ჩემი შვილი კარგად იყო ნაცემი, პოლიციას გამოვუძახეთ. სასწრაფომ საავადმყოფოში წაიყვანეს. დანარჩენებს არაფერი დაზიანება ჰქონდათ“.რა გახდა ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი, დაშავებულის მამამ არ იცის–„ჩემი შვილი მეუბნება არცერთს ვიცნობო, ალბათ ვიღაცეებში შევეშალეთ მოულოდნელად მოვარდნენ და ცემა დაგვიწყესო. ვერც მე ვიცანი, დაახლოებით 15–დან 20 წლამდე ასაკის ბიჭები იყვნენ“.17 წლის ახალგაზრდა ამ დრომდე „ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ რჩება, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ დაჟეჟილობები მას, თავის არეში აქვს მიღებული–„მდგომარეობა სტაბილურია და არც მისი თბილისში გაგზავნა გამხდარა საჭირო. ჯერ ვაკვირდებით, როდის გავწერთ არ ვიცით“.მომხდარს, ახალციხის რაიონული სამმართველო 126–ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს. დღეს, ხუთ იანვარს, პოლიციაში შემთხვევის მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეოდა. „ამ დრომდე დაკავებული არავინ არის“,–აცხადებენ შსს–ში.როგორც დაშავებულის მამა ამბობს, მისი ორივე შვილი სმართალდამცველებმა გუშინ, ოთხ იანვარს გამოკითხეს.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია