შიდა ქართლი
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო [R]
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
21 ოქტომბერი 2021
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის
საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ
სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით
გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას
მოხმარდება.
სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის
განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ
სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო
სექტორის ხელშეწყობას გულისხმობს. ინიციატივის მიზანია, მცირე და
საშუალო ბიზნესმა კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება და
კონკრეტულ ინტერესებზე მორგებული ფინანსური პროდუქტები მიიღოს.