სამეგრელო

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ალილოს“ გადადების მიუხედავად, ახალგაზრდების ნაწილი ეკლესიასთან მაინც შეიკრიბა

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 იანვარი 2019
მიუხედავად იმისა, რომ საშობაო მსვლელობა არ შედგა, ვლაქერნის ღვთისმშბოლის ხატის სახელობის ტაძართან მოსახლეობის ნაწილი მაინც შეიკრიბა. აქ იყვნენ ახალგაზრდები, ანსამბლ „ცისკარის“ წევრები, რომლებმაც ხალხური ცეკვები შეასრულეს. მათ ამ წარმოდგენით თანაქალაქელებს შობა-ახალ წლის დღესასწაული მიულოცეს. მოიტანეს საჩუქრებიც, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

ცეკვების შემდეგ ტაძართან შეკრებილებმა მშენებარე ეკლესიასთან გადაინაცვლეს.

„ალილო“ ზუგდიდში წვიმის გამო არ გამართულა. ეპარქიის მდივანმა დიმიტრი ვეკუამ გვითხრა, რომ მსვლელობაში ძირითადად ბავშვები მონაწილეობენ, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია