კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიგარეტის პრომო აქციისთვის 5 000 ლარით, შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებიც დაჯარიმდნენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ოქტომბერი 2021

სიგარეტის პრომო აქციისთვის, შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებიც დაჯარიმდნენ.

საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და “თამბაქოს კონტროლის ალიანსი” ამზადებს, რომელიც პარლამენტს წარედგინება.

მოქმედი კანონმდებლობით, 5 000 ლარიანი ჯარიმა დაწესებულია პრომო აქციის ორგანიზატორისათვის, ახალი ცვლილებით კი, ორგანიზატორთან ერთად დაჯარიმდება ფართის დამთმობიც (სავაჭრო ობიექტი).

გარდა ამისა, იგეგმება ჯარიმის გაზრდა სკოლებიდან და ბაღებიდან თამბაქოს ნაწარმის გაყიდვაზე.

არსებული კანონმდებლობით, ამ დარღვევაზე არის 150 ლარიანი ჯარიმა. “თამბაქოს კონტროლის ალიანსი” მიიჩნევს, რომ ჯარიმის ეს ოდენობა ობიექტებისთვის შემაკავებელი არ არის, შესაბამისად ცვლილებით ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია