შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ახლაც ყურში ჩამესმის ბებიაჩემის ბუტბუტი - " შენი მუცლის სატკივარი"...."

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 იანვარი 2019

"შობისთვის სამზადისი განსაკუთრებულია გურიაში.შობის წინა დღეს-"ბრავაწობა" ერქვა.ამ დღეს ხდებოდა,სამზადისი საშობაო ღვეზლებისა და მუცლის სალოცავების დასაცხობად.ეს განსაკუთრებული რიტუალი იყო და არის დღესაც.მთავრდებოდა დიდ მარხვა და მოდიოდა შობა.
კეცზე ცხვებოდა სამკუთხედი ფორმის ღვეზლები-ყველითა და კვერცხით შეზავებული.აგრეთვე მუცლის სალოცავი კვერები,რომელსაც შუაში ჰქონდა,ფუტზე წინასწარ შებოლილი კვერცხი და რათქმაუნდა ყველიც.
შობის დილას,ოჯახის დიასახლისი ჩამოარიგებდა მუცლის სალოცავებს,რომელსაც სამჯერ შემოატარებდა ოჯახის წევრებს,ტექსტით-"შენი მუცლის სატკივარი აღმა ქარს,დაღმა წყალს",შემდეგ კი ჩამოატარებდა,თითოეულის სახელზე დამცხვარ ღვეზლებს.სასტუმრო ღვეზლები ინახებოდა.
ახლაც ყურში ჩამესმის ბებიაჩემის ბუტბუტი-"შენი მუცლის სატკივარი...."
უფალმა ნუ მოგვიშალოს ეს რიტუალი და ტრადიცია,რომელიც შობის ბრწყინვალე დღესასწაულს უკავშირდება.
მრავალ შობას დაგასწროთ უფალმა! 

წერს სოციალურ ქსელში პედაგოგი - ირმა გორდელაძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია