შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ალილო ოზურგეთში

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 იანვარი 2019

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილოს მსვლელობა მოეწყო ოზურგეთში. 

სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, მსვლელობა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.

მეალილოებს გურიის მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია შეუერთდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეალილოებს სხვადასხვა საშობაო საჩუქარი გადასცეს.
,, ჩემს ოზურგეთელებსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ მაცხოვრის შობის დიდებულ დღესასწაულს. თითოეულ ოჯახს სიძლიერეს, რწმენის სიმტკიცესა და სიხარულს ვუსურვებ". -აღნიშნა კონსტანტინე შარაშენიძემ.
ოზურგეთში ალილოს მსვლელობა , ტრადიციულად, შემოქმედის ეპარქიის ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ. მსვლელობას სხვადსხვა ეკლესიის მრევლი უერთდება , მგალობლები ყველას ქრისტეშობას ულოცავენ. შეგროვილი შესაწირი კი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია