კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიღნაღში 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ნოემბერი 2021

სიღნაღში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

22 წლის გიგა პარკაული, სიღნაღი- ანაგის გზაზე მომხდარი ავარიის მესამე მსხვერპლია.

პარკაული საავადმყოფოდან ბინაზე, ერთი კვირის წინ, ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ გაწერეს და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ავარია, 26 ოქტომბერს მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ერთ- ერთი მგზავრი, ლაშა ნადირაშვილი, ადგილზე დაიღუპა. დაახლოებით ორკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა, ავტომანქანის კიდევ ერთი მგზავრი, ლუკა ქუსიკაშვილი.
ექიმების განმარტებით, მძიმეა მეოთხე დაშავებულის მდგომარეობაც, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე, სისხლის გადასხმა ესაჭიროებოდა. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები, დონორებს სოციალური ქსელითაც ეძებდნენ.
ახალგაზრდას ქართულ- ჰოლანდიურ ჰოსპიტალში მკურნალობენ.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია