კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2022 წლის 28 მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 ნოემბერი 2021

2022 წლის 28 მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა.

მიღებული პროექტის თანხმად, მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს უთანაბრდება და მათზე იგივე მოთხოვნები გავრცელდება, რაც ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი.

კიდევ ერთი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს ისაა, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია