შიდა ქართლი
გენადი ბესტაევი ცხინვალიდან გორში გადაჰყავთ
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
17 ნოემბერი 2021
ამ წუთებში, უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ცენტრალური
ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესი
მიმდინარეობს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ავრცელებს.
„ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის
ე.წ. ციხეში მყოფ უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს მიმდინარე წლის
15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.