შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აბასთუმნის მკვიდრი, სავარაუდოდ, ღორის გრიპით გარდაიცვალა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 იანვარი 2019
ახალგაზრდა კაცი კლინიკაში ფილტვების ანთებით 29 დეკემბერს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მედიკოსები ამბობენ, რომ პაციენტმა სამკურნალო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. გარდაცვლილის მამა კი ამას კატეგორიულად გამორიცხავს და მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს. 25 წლის კაცი უკვე სოფელში გადაასვენეს. იყო თუ არა გარდაცვალების მიზეზი H1N1 ტიპის ვირუსი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. ბოლო ინფორმაციით, ე.წ. ღორის გრიპით 10 ადამიანი გარდაიცვალა. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია