შიდა ქართლი
შიდა ქართლის ამბულატორიებში 80 000-ზე მეტი ადამიანისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურების ფაქტს ვერ ადასტურებენ
ახალი ამბები
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
02 დეკემბერი 2021
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ დაადგინა,
რომ შიდა ქართლის ერთ-ერთი კლინიკის ამბულატორიებში 80 000-ზე მეტი
ბენეფიციარისთვის გაწეული უფასო მომსახურების ფაქტი არ
დასტურდება.
ამის გამო, სააგენტო ერთ-ერთ კლინიკას 4,6 მლნ ლარს სთხოვს, საიდანაც
1,6 მლნ ლარი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებულ თანხას,
ხოლო 3 მლნ ლარი - ფინანსურ ჯარიმას.