კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიღნაღში ჩატარებულ ,,სათავგადასავლო ტურიზმის” პროექტის პრეზენტაციას აშშ-ს ელჩი დაესწრო

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 დეკემბერი 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედელში, ტურისტულ კომპლექს Lost Ridge Ranch ბაზაზე პროექტის ,,ახალგაზრდების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სათავგადასავლო ტურიზმის
პროფესიების მეშვეობით” ფარგლებში ღონისძიებას საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი დაესწრო.

ა(ა)იპ“ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლამ“ გაიმარჯვა აშშ საელჩოს მიერ ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლებისთვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში TVET Support Program 2021“.

პროექტი მიზნად ისახავს: ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და სწავლების (TVET) სანდოობისა და რეპუტაციის განმტკიცებას, ,,სათავგადასავლო ტურიზმის” პროფესიების, მათი სარგებლობისა და შერჩევის შესაძლებლობების ჩვენებას, სტერეოტიპებთან ბრძოლას და გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციას.

,,სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში” (ATS) მოლოდინი აქვთ, რომ ახალგაზრდების და განსაკუთრებით ქალი სტუდენტების რაოდენობა გაიზრდება და ამასთან ერთად მოხდება ან დარგშუ ქალების როლის მიმართ მცდარი დამოკიდებულებების შეცვლა.

სკოლის მიზანია სერტიფიცირებულ პროფესიონალთა რაოდენობის მატება, ახალგაზრდების შრომითი უნარ-ჩვევების გამომუშავება და კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა, ,,სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის” კურსდამთავრებულთა დაკავშირება დამქირავებლებთან; შიდა სათავგადასავლო ტურიზმის ხელშეწყობა და საქართველოს – როგორც სათავგადასავლო ტურიზმისთვის მიმზიდველი მიმართულების პოზიციის გაძლიერება საერთაშორისო ბაზარზე.

პროექტის ფარგლებში: ქვეყნის სათავგადასავლო ტურიზმის რეგიონების საშუალო სკოლების უფროსკლასელებისთვის (მე-8 მე-9 კლასები) შეიქმნება და დაინერგება სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიების საფუძვლებში მომზადების გაცნობითი კურსები; პროგრამებს რესურს ცენტრებთან და სკოლების პედაგოგებთან თანამშრომლობით განახორციელებენ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის წარმომადგენლები – სერტიფიცირებული კურსდამთავრებულები, რომელთაც ჩაუტარდება სპეციალური ტრენინგები დარგის, პედაგოგიკის და გენდერული თანასწორობის მიმართულებით; სკოლის წარმომადგენლები განახორციელებენ მოსწავლეების რეკრუტირებას დუშეთის კამპუსში სასწავლებლად.

შემუშავდება მე-4 დონის სადიპლომო ინტეგრირებული მოდულების სასწავლო პროგრამა „გეო ტურიზმის გამყოლი“ და ავტორიზაციის მოპოვების შემდეგ განხორციელდება პროგრამის პილოტირება; სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ ქმნის ახალ მოკლევადიან სასერთიფიკატო პროგრამებს (ალპური ტურების გამყოლი, საცხენოსნო ტურების გამყოლი, ველო ტურების გამყოლი, კლდეზე ცოცვის გამყოლი, საზვავე უსაფრთხოების სპეციალისტი, წყალჯომარდობის ტურების გამყოლი, საექსპედიციო ტურების გამყოლი (Overland Tour Guide), თხილამურების მასწავლებელი). ისინი დაეხმარებიან გამყოლებს შეიძინონ სპეციალიზებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ისეთ სათავგადასავლო მიმართულებებში, რომლებიც მზარდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებში და უზრუნველყოფს დასაქმების ახალ შესაძლებლობებს.

პროექტის ფარგლებში: სკოლა აწარმოებს მარკეტინგულ და კომუნიკაციურ კამპანიას – #გახდიგამყოლი! კამპანიაში ჩართული იქნებიან სკოლის დამფუძნებლები, პარტნიორები, მხარდამჭერები, აშშ. საელჩოს წარმომადგენლები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, სხვადასხვა სფეროს ცნობადი და აზრის მაფორმირებელი

ადამიანები; 2023 წელს სკოლა ჩაატარებს სათავგადასავლო ტურიზმის ღონისძიებას: მთა-მთა – გამყოლთა მარათონი, რომელშიც მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ სერტიფიცირებული გამყოლები.
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა – Adventure Tourism School (ATS) 2016 წელს დაარსდა „საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის”, “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს“ და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ.

ნახეთ თორნიკე ხალხელაურისა და მარიამ ოქროცვარიძის რეპორტაჟი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია