გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხიდაშელი: “ოცნების” დაშლა გარდაუვალია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 იანვარი 2019

თინა ხიდაშელი - “ივანიშვილს ხელიდან გაექცა მართვის სადავეები, “ოცნების“ დაშლა გარდაუვალია”

“ქართულ ოცნებაში” არავითარი დაჯგუფება არ არსებობს. როგორც ჩანს, გუნდის ერთ ნაწილს უჩნდება განცდა, რომ ხვალ შეიძლება გემბანის მიღმა აღმოჩნდნენ. ამიტომ საკუთარი თამაში წამოიწყეს, პრინციპებისთვის ბრძოლასთან არ გვაქვს საქმე. ამ ადამიანებს ამ ყველაფერზე პრეტენზია არ ჰქონიათ, დღეს კი უბრალოდ საკუთარი თავის გადარჩენისთვის დაიწყეს ბრძოლა”, - აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიგაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ოცნებაში” არიან პირები, რომელთა ინტერესები პერიოდულად ერთმანეთს ხან ემთხვევა, ხან კი - არა. ამიტომ იწყებენ ერთობლივად რაღაცის კეთებას ან გაფუჭებას და ასე აღმოჩნდებიან რომელიმე მხარეს. არა მგონია, სერიოზულად ღირდეს ლაპარაკი კობახიძის გუნდსა და მის ლიდერობაზე, ის არ არის ასეთი სერიოზული ფიგურა, ამიტომ მისი გუნდის წევრობა არაფერს ნიშნავს... 2016 წელს კოალიციის დაშლა კონკრეტული პროცესის შედეგი იყო. ეგონათ, 2012 წელს გათავისუფლდნენ ე.წ. გარე ელემენტებისგან, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს ყველაზე მთავარი - როცა არა ხარ პოლიტიკური პარტია, არამედ ხარ ძალაუფლებისთვის გაერთიანებული ერთობა, ბრძოლა ასეთ ფორმას იღებს. ასე რომ, “ოცნების” დაშლა გარდაუვალია, მაგრამ საინტერესოა, რამდენ ხანს გასტანს შემაკავშირებელი ფაქტორი, როგორც ძალის ცენტრი. ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა უფრო ნაკლები ხარისხით, უფრო მცირემასშტაბიანი და მცირე მოცულობით, ვიდრე სააკაშვილი. ეს არის მათ შორის განსხვავება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი. “ჩემი აზრით, ივანიშვილს ხელიდან გაექცა მართვის სადავეები. უფრო სწორად, თავად გაიხლართა იმ ქსელში, რომელიც სხვებისთვის მოქარგა, თავისივე დაგებულ მახეში გაება. “ოცნებაში~” არავითარი სხვა ლიდერი არ არსებობს. ურჩევნია, თვითონ დაიტოვოს აქედან გამოსავალი, რადგან გუნდში არ არსებობს ადამიანი, რომელიც კრიზისის განმუხტვას შეძლებს. ამოიწურა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მისი პოტენციალი”, - დასძენს რესპონდენტი. 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია