გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით, პარასკევს, 17 დეკემბერს
გურჯაანის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩატარდება ინტელექტუალური
თამაში „კინომანი“. თამაში 14:30 საათზე გაიმართება.
გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს პრეზიდენტის, ელენა მინდორაშვილის
თქმით, მონაწილეობის მიღება,12 წლის ზემოთ, ყველა მსურველს შეუძლია.
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ბრენდირებული
ნივთებით. საუკეთესო გუნდისთვის კი იქნება, ერთი, განსაკუთრებული
პრიზი.
„ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის,
ერთფეროვნებიდან თავის დასაღწევად და ახალი გამოცდილების მისაღებად.
ამ ეტაპზე,დაახლოებით, 30 მონაწილეა რეგისტრირებული. ნებისმიერ
მსურველს, ვისაც უბრალოდ უყვარს კინო, აუცილებლად უნდა მიიღოს
მონაწილეობა, რადგანაც უამრავ სასიამოვნო გამოცდილებას
მიიღებს,“-ამბობს ელენა მინდორაშვილი.