კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აზარტული სათამაშო ბიზნესი 25 წლამდე ასაკის პირების თამაშისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 დეკემბერი 2021

დამტკიცებულია კანონი, რომელიც აზარტულ თამაშებზე რეგულაციებს მნიშვნელოვნად ამკაცრებს და თითქმის 1 მილიონ ადამიანს თამაშის უფლებას უკრძალავს.

საუბარია 25 წლამდე პირების, სოციალურად დაუცველებისა და საჯარო მოხელეებისთვის თამაშის უფლების შეზღუდვაზე.
აკრძალვა გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების ან საკუთარი განაცხადის თანახმად “თამაშდამოკიდებულის” სტატუსს მიიღებენ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა აზარტული თამაშების ოპერატორს დაეკისრება. კერძოდ, პირველად დარღვევაზე ჯარიმა 10,000 ლარი, განმეორებითი დარღვევისთვის კი 20,000 ლარი იქნება. 10,000 ლარის ჯარიმა გათვალისწინებულია ასევე აზარტული თამაშის ოპერატორის მიერ რეკლამის შეზღუდვასთან დაკავშირებული აკრძალვის დარღვევისთვის.
აღსანიშნია, რომ დაახლოებით 1 მილიონი მოქალაქისთვის თამაშის უფლება 2021 წლის 1 მარტიდან აიკრძალება. აღნიშნულ ვადამდე კი, ამ რეგულაციის აუცილებელი მონაცემთა ბაზები მომზადდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია