კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორია სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა

მულტიმედია
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 დეკემბერი 2021

,,მედია ცენტრი კახეთის“, ,,რეგიონის განვითარების ცენტრისა“ და ,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ ორგანიზებით შეხვედრა ჩატარდა. ღონისძების მთავარი მიზანი იყო სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის მხარდაჭერა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამოქალაქო სექტორის გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს, კახეთის სამოქალაქო სექტორის ქსელური მუშაობის ხელშეწყობას, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილებას, 2022 წელს კოორდინაციის შესაძლებლობებს და სხვა მნიშნელოვან საკითხებს.
,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებსაც დიდი მხარდაჭერა აქვთ როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების USAD მხრიდან. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან უახლოესი 4 წლის მანძილზე, როდესაც ახლადარჩეული თვითმმართველობები მუშაობის აქტიურ ფაზაში შევლენ, სამოქალაქო სექტორთან დაამყარონ პარტნიორული თანამშრომლობა და განახორციელონ რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები“, – აცხადებს მედია ცენტრის დირექტორი მაია მამულაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია