იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხონის ფსიქიატრიულთან არსებულ საკარანტინე სივრცეში 34 პატიმარი მოთავსდა

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 აგვისტო 2021

ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში, რომელიც სპეციალურად კოვიდინფიცირებულ მსჯავრდებულებთან კონტაქტში მყოფი  პატიმრებისთვის მოეწყო, ბოლო სამი დღის განმავლობაში 34 პატიმარი მოთავსდა.  

უწყების ცნობით, ისინი N2 (ქუთაისის)  და N14 (გეგუთის)   პენიტენციური დაწესებულებებიდან არიან გადმოყვანილი და წარმოადგენენ ინფიცირებულთა კონტაქტებს.

რაც შეეხება თბილისში არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწეესებულებას, უწყების ინფორმაციით,  იქ ბოლო ორი კვირის განმავლობაში  65 კოვიდინფიცირებული მსჯავრდებული  მოთავსდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია