სამცხე-ჯავახეთი
უამინდობის გამო სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
09 იანვარი 2019
როგორც სამაშველო სამსახურში "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს, ახალციხე–ნინოწმინდის გზაზე მგზავრებს დახმარება სჭირდებათ და ამის გამო უწყებაში არაერთი შეტყობინება შევიდა: "ვინც გვირეკავს ვეხმარებით გამოსვლაში". ამიტომ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ახალციხე–ნინოწმინდის, ასევე, ახალქალაქი–კარწახის გზებზე ნუ იმოძრავებენ: "საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, სამაშველო სამსახურთან ერთად გზებზე გაჩერებულ მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე გამოჰყავთ". [sknews.ge]