ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ და მისი ახალი მფლობელები უკვე სამუშაო რეჟიმში არიან. ფაქტობრივად დასრულებულია ხელშეკრულების გაფორმებაც, - ინფორმაციას ქუთაისის მერიას ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, აუქციონის პირობების თანახმად, კომპანია ,,ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ დაფარავს კლუბის დავალიანებას, მათ შორის კლუბის ფეხბურთელების 3 თვის სახელფასო დავალიანებას.
კომპანიის წარმომამდგენლების განცხადებით, კლუბში ყველა სახის პრობლემა მოგვარდება და ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი ,,ტორპედოს“ სამომავლო მიღწევები იქნება. გუნდის მფლობელები ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასაც ხელს შეუწყობენ. შეიცვლება კლუბის მართვის სისტემა - გუნდთან დაკავშირებულ ყველა საკითხს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს და გადაწყვეტს.