შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის ბიუჯეტიდან კულტურის და და სპორტის დაფინანსებაზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 იანვარი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობის ხელშეწყობის და სპორტის დაფინანსების მიმართულება 3 მილიონ 4000 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.
როგორც მერიაში განმარტავენ, სპორტის განვითარების ხელშეწყობა 1 მილიონ 533 ათასი ლარით დაფინანსდა, სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის კი 69 ათასი ლარი გამოიყო.
,,ააიპ თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება 160 000 ლარით დაფინანსდა, ააიპ თელავის საფეხბურთო სკოლა ,,თელავი“ 731,400 ლარით, ააიპ ჭიდაობის სპორტული სკოლა ,,თელავი“ 328 000 ლარით, კულტურის განვითარების ხელშეწყობზე კი 1803,4 ლარი დაიხარჯება. ააიპ თელავის მუნიციპალიტეტის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი 120 000 ლარით დაფინანსდა, ააიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის #1 სამუსიკო სკოლა 89 000 ლარით, ააიპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების ქ. თელავის #2 სამუსიკო სკოლა 80 000 ლარით, ააიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის სამუსიკო სკოლა 110 000 ლარით, ააიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის სამუსიკო სკოლა 53,000 ლ, ააიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის სამუსიკო სკოლა-58 000 ლარით, ააიპ თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა 90 000 ლარით, ააიპ თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება 238, 600 ლარით, თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი 844,8 ათასი ლარით, ააიპ თელავის კულტურისა და დასვენების პარკების გაერთიანება ,,ნადიკვარი“ 50 000 ლარით. 2019 წლის ბიუჯეტიდან კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა 70 000 ლარით განისაზღვრა’’,- განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია