ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება გადავადდა.
ფიზიკური პირებისთვის აღნიშნული ვალდებულება 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ,,საგადასახდო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა 79 ხმით მიიღო.
2023 წლის 1-ელ იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული იქნება საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოეყენოს.
“საგადასახდო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს და მიიღებს. ამ მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ბოლო ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული იყო საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოეყენებინა.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, აღნიშნულ ვადაში კანონის ამოქმედებისთვის საჭირო იყო გარკვეული მომზადება და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თუმცა ქვეყანაში გლობალური პანდემიიდან გამომდინარე შექმნილმა მდგომარეობამ სამუშაოების ჩატარებისათვის დამატებითი დრო მოითხოვა და აუცილებელი გახდა კანონის ამოქმედების ვადის 2023 წლის 1 იანვრამდე გადაწევა.