იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის საკალთბურთო კლუბს „ქუთაისი 2010“ ახალი სპონსორი ჰყავს

სპორტი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 სექტემბერი 2021

ქუთაისის საკალთბურთო კლუბს „ქუთაისი 2010“ ახალი სპონსორი ჰყავს. კომპანია „კროკობეთმა“ გუნდის სპონსორობაზე თანხმობა განაცხადა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულება კლუბსა და სპონსორს შორის დღეს ოფიციალურად გაფორმდა. 

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი,   ,,კროკობეთის" მარკეტინგის ხელმძღვანელი,   
,,ქუთაისი 2010" ის  პრეზიდენტი  მამუკა ნიჟარაძე, კალათბურთელები და „კროკობეთის“ წარმომადგენლები.
 
„ქუთაისის საკალათბურთო კლუბმა ბევრჯერ გაგვახარა გულშემატკივრები. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გუნდს ახალი სპონსორი ჰყავს, რომელიც უზრუნველჰყოფს  როგორც  სპორტსმენების ეკიპირებას, ასევე მათთვის ვარჯიშის და თამაშის სათანადო პირობების შექმნას. მჯერა, „ქუთაისი 2010“ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს!“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია