კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის უნივერსიტეტის სტუდენტს წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის წოდება მიენიჭა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 იანვარი 2022

ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალის შედეგად, სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მათ შორის ,,წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის” წოდება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და წყალბურთის “დინამო თბილისის” ახალგაზრდა მოთამაშეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტს, გიორგი მაგრაქველიძეს, მიენიჭა.

,,ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ამდენ ახალგაზრდა სპორტსმენს შორის საუკეთესოდ გამოგარჩევენ. ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მოტივაციის მომცემია იმისთვის, რომ გავაგრძელო თავდაუზოგავი შრომა და ჩემს გუნდთან და ნაკრებთან ერთად არაერთ დიდ წარმატებას მივაღწიო”,- აცხადებს ახალგაზრდა.

გიორგი მაგრაქველიძემ გასულ სეზონში არაერთი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა, სადაც თითოეულ კომპონენტში დომინირებდა.

ამჟამად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ,,დინამო თბილისთან” ერთად, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია