იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შრომის ინსპექციამ აკრძალული საქმიანობისთვის 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 აგვისტო 2021

აჭარაში აკრძალული საქმიანობისთვის 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. მათგან ორს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა,- ამის შესახებ განცხადებას შრომის ინსპექცია ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხორციელდება.

"აკრძალული საქმიანობის გამოვლენის პროცესში, შრომის ინსპექციასთან ერთად შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის და ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები არიან ჩართულები. შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხორციელდება", - აცხადებენ შრომის ინსპექციაში.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სარიტუალო დარბაზი თუ კვების ობიექტი, სადაც სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიება ჩატარდება პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ობიექტი დაილუქება.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია