კახეთი
ევროკავშირმა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა
პოლიტიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
17 იანვარი 2022
მას შემდეგ, რაც ევროკავშირი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების
მოწესრიგებისთვის, ქალაქ მინსკში მიღებულ სამშვიდობო შეთანხმების
პროცესს პოლიტიკურად აფასებს, 2015 წლიდან, რუსეთის მიერ დაწესებული
სანქციები ყოველ 6 თვეში ერთხელ, კიდევ ნახევარი წლით გრძელდება.
სანქციების დაწესების უმთავრესი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე
პოლიტიკური მოვლენებია.
ბრიუსელის მიერ 13 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ
„ევროკავშირის საბჭომ დღეს გადაწყვიტა კიდევ 6 თვით, 2022 წლის 31
ივლისამდე გაახანგრძლივოს შემზღუდავი ზომების მოქმედების ვადა, რომლის
სამიზნესაც წარმოადგენს რუსეთის ცალკეული ეკონომიკური სექტორები“
ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის
მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს, 2014 წლიდან დღემდე, 13 000-ზე მეტი
ადამიანი ემსხვერპლა. დაპირისპირება პრორუსულად განწყობილ
სეპარატისტებსა და უკრაინის სამხედრო ძალებს შორის მიმდინარეობს.