კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე თუშეთიდან თელავში საავადმყოფოში გადმოიყვანეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მოქალაქეს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები და სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად, დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული კლიმატური პირობების და საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო, გადაწყდა სამაშველო ოპერაციის ვერტმფრენის საშუალებით ჩატარება. უმოკლეს დროში, ომალოს მიმართულებით თბილისიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრნენ სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების და
გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, მოქალაქე უკვე გადმოყვანილია თელავის საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩენენ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია