კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვის დააჯარიმებენ თუ ავტომობილს ტექდათვალიერება გავლილი არ ექნება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 იანვარი 2019
იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვს, ჯარიმის ადრესატი მხოლოდ მძღოლი არ იქნება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით, ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ტექდათვალიერების არმქონე ავტომობილს პატრულის მიერ დაჯარიმდება 50 ლარით, თუმცა ამ შემთხვევაში ჯარიმდება ტრანსპორტის მფლობელიც; თუ ტრანსპორტი იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს ეკუთვნის ჯარიმის ოდენობა 200 ლარით განისაზღვრება.

14 იანვრიდან კი, საპატრულო ეკიპაჟის პარალელურად, აღნიშნულ კანონდარღვევას ე.წ. "ჭკვიანი" კამერებიც დააფიქსირებს და ტრანსპორტის მეპატრონეს დააჯარიმებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.

შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე ისარგებლებს 20% -იანი შეღავათით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის დროს, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

აქვე განმარტავთ, რომ აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობაზე არსებული ქულების ჩამოკლებას არ ითვალისწინებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია